ევროპელი ლიდერები, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებიც მისი გადმოსახედიდან ევროპას ემუქრება რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი პარტიების წარმატების შემთხვევაში.
მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტიები ხშირად აკრიტიკებენ კონსერვატორებს რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის ნორმალიზაციაში.
ევროკომისიის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი ნიკოლას შმიდტი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი და მოტივაცია გაჭირვებული მოქალაქეების მხარდაჭერაა:“ჩვენ გვჭირდება სოციალური ევროპა, ისეთი, რომელშიც არავინ იგრძნობს თავს მიტოვებულად. მოქალაქეებზე უნდა ვიზრუნოთ, ისინი ბევრი გამოწვევის წინაშე არიან, ეკონომიკა ცვალებადია, გამოწვევებიც, არავინ უნდა იყოს მიტოვებული“.
სოციალისტური პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკოსებიდან ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე განიხილება პორტუგალიელი პოლიტიკოსი ანტონიო კოსტაც.
„სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე პარტიებს შორის დიალოგი აუცილებელია, სწორედ ამ გზით შევძლებთ საერთო საქმის კეთებას”, – ამბობს ანტონიო კოსტა, პორტუგალიელი პოლიტიკოსი.
ევროპულმა მემარცხენე პარტიებმა შექმნეს საგანგებო მანიფესტიც, სახელწოდებით „დემოკრატიული, სოციალური და მდგრადი ევროპა“.
„ჩვენ როგორც ევროპელებს გვაკისრია პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ეს სამყარო მომავალ თაობებს რაც შეიძლება კარგ პირობებში გადავულოცოთ. აუცილებელია გარემოს დაცვა და ეს მანიფესტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – ამბობს ირატე გარსია, პორტუგალიელი პოლიტიკოსი.
მემარცხენე ევროპელი პოლიტიკოსები პირობას დებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ შეწყდება, ხოლო ევროკავშირის თავდაცვითი ხარჯები კი გაიზრდება.