კატეგორიები

ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მსურველთა რაოდენობამ 2015-2016 წლების მიგრანტთა კრიზისის შემდეგ უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს.

2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1 140 000-მა ადამიანმა მოითხოვა. ამავე მონაცემებით, თავშესაფრის მისაღებად ყველაზე მეტი განაცხადი სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებმა შეიტანეს. მესამე ადგილზე კი არიან თურქეთის მოქალაქეები.

რაც შეეხება საქართველოს, 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით 25 209 განაცხადი შეავსეს. შარშანდელთან შედარებით ეს 12 პროცენტით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა. ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში შეავსეს. მიგრაციის მაღალი დონის გამო ევროკავშირის ქვეყნები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

Related news
ევროკავშირი გეგმავს, ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს ევროკომისიის ახალი სტრატეგია ბლოკის ცხრა ქვეყნისთვის
სხვა ამბები