ნატო და შვედეთი მიესალმნენ უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრას შვედეთის ალიანსში გაწევრების დოკუმენტის რატიფიცირებასთან დაკავშირებით.
უნგრეთი ნატოს 31 წევრს შორის ბოლოა, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრების რატიფიცირება მოახდინა.
ბუდაპეშტში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, შვედეთის პრემიერ – მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ,,ისტორიულ დღედ“ შეაფასა ნატოში გაწევრების გადაწყვეტილების მიღება.
,,შვედეთი ახლა უკან ტოვებს 200-წლიან ნეიტრალიტეტს. ეს ჩვენთვის დიდი ნაბიჯია. ამ გადაწყვეტილებას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ “, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტესონმა.
ნატოში შვედეთის გაწევრებას მიესალმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ნატოს 32-ე მოკავშირე, ალიანსს კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს მათ უსაფრთხოებას.
I welcome the Hungarian parliament’s vote to ratify #Sweden’s membership in NATO. Now that all Allies have approved, Sweden will become the 32nd #NATO Ally. Sweden’s membership will make us all stronger and safer.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) February 26, 2024
პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შვედეთთან ავიაგამანადგურებლების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
