კატეგორიები

ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა

ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პირები ეწვივნენ სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისში მდებარე ალ-ამალის საავადმყოფოს, რათა ადგილზე ჩაეტანათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საკვები და საწვავი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შაბათს გადაღებულმა კადრებმა აჩვენა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციამ  გაანადგურა საავადმყოფოები და დააზიანა სასწრაფო დახმარების მანქანები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალ-ამალის საავადმყოფოში  ომამდე 100 საწოლი იყო განთავსებული. მაგრამ მესამე სართულის დაზიანების შემდეგ ტევადობა 60 საწოლამდე შემცირდა.

ბრძოლამ მიწასთან გაასწორა ღაზას ურბანული ლანდშაფტის დიდი ნაწილი და 2.3 მილიონი ადამიანი, უსაფრთხო თავშესაფრის ძიების მიზნით, იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია.

ღაზაში საომარი მოქმედებების გამო საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოსახლეობის 80% მოუწია.

ომით გამოწვეული კრიზისის გამო კი მოსახლეობის მეოთხედი შიმშილის ზღვარზეა, განსაკუთრებით ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მშიერი მოსახლეობა იძულებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები მოიხმაროს.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში თითქმის 30 000 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი მესამედი ქალები და ბავშვები არიან.

Related news
გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ გაერო ისრაელს მოუწოდებს, უზრუნველყოს ღაზის სექტორზე უფრო მეტი წვდომა
სხვა ამბები