მთავარიევროპაბელარუსიბელარუსის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 73 პროცენტი შეადგინა

ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 73 პროცენტი შეადგინა

მიუხედავად ოპოზიციის მოწოდებისა არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ, ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ პარლამენტის ქვედა პალატის 110-ვე მანდატი შევსებულია, 25 თებერვალს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად.

ამომრჩეველთა აქტივობამ 73 პროცენტი შეადგინა. ვრცელდება ცნობები, ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულებით ხმის მიცემის თაობაზე.

ამასთანავე ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდერ ლუკაშენკა აცხადებს, რომ იგი 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, შეატრიალონ ბელარუსი საპირისპირო მიმართულებით. იგი დარწმუნებულია, რომ ეს ძალზედ რთული იქნება, განსაკუთრებით ამ არჩევნებისა და ხმის მიცემის პროცესის შემდეგ, რადგან, როგორც ალექსანდერ ლუკაშენკო აღნიშნავს, ისინი ირჩევენ აბსოლუტურად სანდო, გონიერ ადამიანებს, რომლებსაც ესმით ბელარუსი ხალხის წინაშე არსებული ამოცანები.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ მადლობა გადაუხადა მათ ვინც გაითვალისწინა მათი მოწოდება და დაგმო რეჟიმის მიერ გამართული ყალბი არჩევნები, და განაცხადა, რომ ეს ეგრეთწოდებული ცირკი დიქტატორს დემოკრატად ვერ გადააქცევს.

არჩევნებში ოფიციალურად მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ოთხი პარტია დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ყველა მხარს უჭერს ლუკაშენკას პოლიტიკას.

ესენი არიან ბელაია რუს, კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია და შრომისა და სამართლიანობის პარტია. გასულ წელს ათეულობით პარტიას არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend