მთავარიევროპასერბეთისერბეთი პრობლემებს უქმნის პუტინის მოწინააღმდეგე რუს აქტივისტებს

სერბეთი პრობლემებს უქმნის პუტინის მოწინააღმდეგე რუს აქტივისტებს

როდესაც ბელგრადში მცხოვრებმა ელენა კოპოსოვამ ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ ღია წერილს, არ ელოდა, რომ ამის გამო პრობლემები შეექმნებოდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი მიიღო გაფრთხილება, რომ ვადაზე ადრე უქმდებოდა მისი 4 წლიანი ბინადრობის უფლება სერბეთში. ამბობს, რომ ეს ამბავი მისთვის შოკისმომგვრელი იყო: “გვეგონა, სერბეთს სურდა ჩვენისთანა ადამიანები გამხდარიყვნენ ქვეყნის მოქალაქეები. ყველა მოთხოვნა შევასრულეთ, კანონი არასდროს დაგვირღვევია“.

სერბეთში მსგავსი პრობლემის წინაშე მხოლოდ ელენა არ დგას.

იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ ღიად ვერ საუბრობენ, რადგან ეშინიათ, რომ კრიტიკული პოზიციის გამო ქვეყანაში დარჩენის უფლებას აღარ მისცემენ. პიტერ ნიკიტინი, კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, შიშობს, რომ სერბეთის მთავრობა რუსეთის დავალებით მოქმედებს.

პიტერ ნიკიტინი საუბრობს პრესკონფერენციაზე ბელგრადში, სერბეთი, 9 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Darko Vojinovic

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ხდება რუსეთის პირდაპირი დაკვეთით, ან საელჩოს მეშვეობით, ან პირდაპირ მოსკოვიდან, არ ვიცი, ეს მათი საქმეა”, – ამბობს პიტერ ნიკიტინი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა სერბეთმა საზღვრები გახსნა ათიათასობით რუსეთის მოქალაქისთვის. ზოგი მათგანი სანქციებს გაურბოდა, ზოგი კი პუტინის რეპრესიებს.

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ის რაც ახლა სერბეთში ხდება, მიუთითებს სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩისა და ვლადიმერ პუტინის მჭიდრო ურთიერთობაზე. მართალია, სერბეთს გაცხადებული აქვს მიზანი, შეუერთდეს ევროკავშირს, ეს ქვეყანა სრულად არ იზიარებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. მაგალითად, სერბეთი არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ასევე პროპაგანდისტულ საშუალებებს Russia Today-სა და Sputnik-ს ბალკანეთის რეგიონში მაუწყებლობის შესაძლებლობას აძლევს.

„ბელგრადისა და მოსკოვის ხელისუფლებები პოლიტიკურად ძალიან ახლოს არიან. ორივე მთავრობას ეშინია ადამიანების, რომლებიც აკრიტიკებენ პუტინის რეჟიმს. მათი აზრით, ისინი წარმოადგენენ დიდ საფრთხეს მოსკოვისთვის. სწორედ ამიტომ ხდება ეს ხალხი სერბეთის ხელისუფლების სამიზნე“, – ამბობს პრედრაგ პეტროვიჩი, ბელგრადის “უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის” კვლევის კოორდინატორი.

ელენა და პიტერი, პუტინის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტები, სერბეთის მთავრობას სასამართლოში უჩივიან. ამბობენ, რომ უკან რუსეთში ვეღარ დაბრუნდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ რეჟიმი მათი ოჯახის წევრებს ფრონტის ხაზზე უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაუშვებს…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend