კატეგორიები

საქართველოს პრეზიდენტმა კოჯორში იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა კოჯორში იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

კოჯორში მდებარე იუნკრების მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვირგვინი პარლამენტის ეზოში განთავსებულ იუნკრების მემორიალურ დაფასთანაც გაგზავნა.

 

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები