მთავარიევროპაბელარუსი"მსოფლიო უფსკრულის პირასაა" - ბელარუსის პრეზიდენტი

“მსოფლიო უფსკრულის პირასაა” – ბელარუსის პრეზიდენტი

ბელარუსის პრეზიდენტი მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მსოფლიო ისევ უფსკრულის პირასაა.

„მესამე მსოფლიო ომზე ყველა ღელავს. მხოლოდ ზარმაცებს არ უხსენებიათ ეს ფაქტი. მესამე მსოფლიო ომის დაწყების შიშის საფუძველი არსებობს“,-განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას.

პუტინის მთავარი მოკავშირე და ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ამბობს, რომ რუსეთი მხოლოდ აგრესიის მოგერიებას ცდილობს.

„სრული სისულელეა იფიქრო, ან თქვა, რომ რუსეთი ემზადება ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ისინი აპირებენ აგრესიის მოგერიებას. უსაფრთხოების სამსახურები სიტუაციას აკონტროლებენ. ჩვენ უკვე ვიცით სხვადასხვა სცენარი. ვიცით პროვოკაციების შესახებ, რომლებსაც უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის ტერიტორიაზე მყოფი ბოევიკები აწყობენ”, – განაცხადა ლუკაშენკამ და დასძინა, რომ მათ დაზვერვას აქვს ამ პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ის მალე გამოააშკარავებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend