მთავარიკუბიხელოვნური ინტელექტი, რომელიც რეალისტურ ვიდეოებს ქმნის

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც რეალისტურ ვიდეოებს ქმნის

ხელოვნური ინტელექტის სფეროს ლიდერი კომპანია Open AI-ის ცნობით, მათ შექმნეს ხელოვნურ ინტელექტის ახალი მოდელი Sora, რომელსაც ვიდეოების გენერირება ტექსტის სახით ინსტრუქციის მიღების შემდეგ შეუძლია.

ვიდეოზე შეიძლება გამოჩნდეს რამდენიმე პერსონაჟი, კონკრეტული მოძრაობებით და შესაბამისი ფონის აღწერილობით. კომპანიის ცნობით, ხელოვნურ ინტელექტს ესმის არამხოლოდ ის, რასაც მომხმარებელი ითხოვს, არამედ როგორ მოქმედებს ესა თუ ეს ის საგნები ან ადამიანი რეალურ ფიზიკურ სამყაროში.

Open AI-ში აღნიშნავენ, რომ Sora-ზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და მას ჯერჯერობით აქვს ძალიან აშკარა სუსტი მხარეები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება სივრცულ დეტალებს. Sora-ს შეიძლება აერიოს მხარეები – მარცხნივ, მარჯვნივ, და ასევე  ვერ აღიქვას მიზეზშედეგობრივი კავშირი, მაგალითად თუ გააკეთა ვიდეო ,სადაც ადამიანი ნამცხვარს ჭამს, შეიძლება ნამცხვარზე არ დარჩეს ნაკბილარი.

Sora ჯერჯერობით ხელმისაწვდომია სპეციალურად შერჩეული გუნდისთვის, მათ შორის არიან დიზაინერები, მხატვრები და კინორეჟისორები, რომლებიც ასწორებენ სისუსტეებსა და საფრთხეებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend