მთავარისაქართველოიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას თქვა, რომ დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა ჰქონდათ.

კომიტეტზე დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა და მოსაზრებები არ ჰქონდათ და მათ პროექტს მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტი მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე ხვალ უნდა განიხილონ და ხვალვე კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტს საბოლოოდ მიიღებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend