მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ვოვჩანსკში

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ვოვჩანსკში

რუსეთის საზღვარზე უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის  სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ადასტურებს.

რუსეთის მიერ განახლებული სახმელეთო შეტევების გამო უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ხარკივის რეგიონში. ბრძოლის კერად იქცა ასევე ქალაქი ვოვჩანსკი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქალაქის მიმართულებით 22 თავდასხმა განახორციელა.

,,ჩვენი ამოცანა აშკარაა, რაც შეიძლება მეტად უნდა დავაზარალოთ ოკუპანტები. რთული ვითარებაა ქალაქ ვოვჩანსკში, სადაც უკრაინელ ძალებს რუსეთის შეტევის მოგერიება უწევთ.  ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს სხვა რაიონებში, როგორიცაა, მაგალითად, დონეცკის რეგიონი. რუსეთი ცდილობს, ჩაატაროს სამხედრო ოპერაცია და დაიკავოს რეგიონი“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქალაქ ვოვჩანსკში რუსული ძალები  წინ მიიწევენ. მოსახლეობა ტერიტორიას ტოვებს.

ქალაქ ვოვჩანსკს მოსახლეობა ტოვებს – Copyright AP

ისინი, ვინ ევაკუაციას ხელმძღვანელობს, ცდილობენ, ვოლჩანსკში მცხოვრებ ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს დაეხმარონ და  საფრთხეს აარიდონ.

მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა სახმელეთო ოპერაცია განაახლეს,  4000-ამდე მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, ხარკივის რეგიონიდან გაქცეულიყო.  უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ 27 დასახლებას. მათ  მცირე ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend