მთავარისაქართველოევროპული დელეგაციის ვიზიტი თბილისში და გზავნილები ბრიუსელიდან

ევროპული დელეგაციის ვიზიტი თბილისში და გზავნილები ბრიუსელიდან

ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა თბილისში შეხვედრები გამართეს. გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის, ასევე ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო ურთიერთობათა ოფიციალურმა პირებმა პირველი შეხვედრა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს. ამის შემდეგ კი შეხვედრა ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან.

სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლების მიერ ქვეყანა საშიშ საგარეო ტრაექტორიაზე დგას, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ სადავო კანონპროექტის უკან გაწვევაშია. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როთიმ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ თუ საქართველოში ეს კანონი ამოქმედდება, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები საქართველოსთან არ გაიხსნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend