კატეგორიები

Io Capitano

Io Capitano

მამადუ კუასის ეპიკური მოგზაურობა აფრიკის უდაბნოებში, არალეგალურ ციხეებსა და ხმელთაშუა ზღვაში რეჟისორ მატეო გარონეს ფილმისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

იო კაპიტანო სწორედ მამადუ კუასის მიერ მოყოლილ ამბებს ასახავს.

კინოსურათი მოგვითხრობს ორი ტინეიჯერი მიგრანტის ამბავს, რომელთაც ცხოვრების გაგრძელება ევროპაში სურთ.

ისინი სენეგალიდან ლიბიაში მიემგზავრებიან და ოცნებობენ, რომ “ტიკტოკ”-ის ვიდეოებით ცნობილი მომღერლები გახდნენ.

მოგზაურობისას ისინი მიგრანტებით სავსე ნავში აღმოჩნდებიან, სადაც უამრავი გამოწვევის გადალახვა უწევთ.

“მე კაპიტანი” საზოგადოებას აფრიკაში მცხოვრები ადამიანების რთულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ახსენებს.

ფილმში მთავარ როლებს მუსტაფა ფოლი და სეიდუ სარი ასრულებენ. პრემიერაზე, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, სეიდუ სარს საუკეთესო ახალბედა მსახიობის პრიზიც გადასცეს.

“მე კაპიტანი” 2024 წლის ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის კატეგორიაშია ნომინირებული.

Related news
დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა
სხვა ამბები