მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდეივიდ კამერონი: დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს 2008 წლის შეცდომა

დეივიდ კამერონი: დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს 2008 წლის შეცდომა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დე9ვიდ კემერონი ამბობს, რომ დასავლეთმა აღარ უნდა დაუშვას ის შეცდომები, რომლებიც ჰიტლერთან დაუშვა და ის შეცდომები, რომლებიც 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრისას და 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისას გამოავლინა.

მან The Hill-ის სტატიაში დაწერა:

„არ მინდა გამოვიჩინოთ ის სისუსტე, რომელიც გამოვლინდა ჰიტლერის წინააღმდეგ 1930-იან წლებში. შემდეგ ის დაბრუნდა მეტისთვის და მისი შეჩერება გაცილებით მეტი სიცოცხლე დაგვიჯდა. არ მინდა ვაჩვენოთ კვლავ 2008 წელს პუტინის მიმართ გამოვლენილი სისუსტე, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა, ან როცა 2014 წელს, მან მოახდინა ყირიმის და დონბასის დიდი ნაწილის ოკუპაცია”, – წერია სტატიაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდებს.

ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტისას, დეივიდ კამერონმა შეერთებული რესპუბლიკელებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინისადმი დახმარების პაკეტს.

„უკრაინის დასახმარებლად წელს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ძალიან ბევრი რამ  გააკეთეს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაამტკიცა ორმილიარდ-ნახევარი ფუნტის ოდენობის დახმარების პაკეტი. ევროკავშირმა კი – მრავალმილიარდიანი პაკეტი. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში დახმარებასთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს. კონგრესს მოვუწოდებ, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, რათა უკრაინას მიეწოდოს საჭირო თანხა და იარაღი. ისინი იბრძვიან პუტინის არალეგალური ომის წინააღმდეგ და მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ”.

დეივიდ კემერონი ამბობს, რომ ახლა სამყარო თავისუფლების მხარდასაჭერად უნდა გაერთიანდეს, რათა დემოკრატიულმა ქვეყნებმა საკუთარი სახელმწიფოების დაცვაც შეძლონ.

“პუტინმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით მანამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend