კატეგორიები

რაფაჰში მორიგ თავდასხმას 42 ბავშვი ემსხვერპლა

რაფაჰში მორიგ თავდასხმას 42 ბავშვი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთში რაფაჰზე თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 42 ბავშვი.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 12 300 პალესტინელი ბავშვი დაიღუპა.

რაფაჰზე საჰაერო თავდასხმის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა რაფაჰში უზრუნველყონ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება.

პალესტინელები გლოვობენ ისრაელის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილ ნათესავებს, ღაზის სექტორი, 13 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Adel Hana
დაკავშირებული ამბები
ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო უამრავი ადამიანი შიმშილობს
სხვა ამბები