მთავარიაზიაჩრდილოეთ კორეავინ რას მოელის დიქტატორისგან?

ვინ რას მოელის დიქტატორისგან?

ფხენიანსა და სეულს შორის დაპირისპირება იზრდება

„ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ არც ომისგან გაქცევას ვაპირებთ”, – ამ სიტყვებით მიმართა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა პარლამენტარებს 15 იანვარს.

ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელმა რიტორიკამ და გახშირებულმა იარაღის გამოცდებმა სეულის მცხოვრებლებში გააჩინა შიში, რომ ნახევარკუნძულზე შესაძლოა მორიგი ომი დაიწყოს.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ფხენიანთან შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა დიდია.

მიუხედავად კიმ ჩენ ინის განცხადებებისა სამხრეთ კორეის მოსახლეობა უკვე თაობებია ფხენიანისგან მუქარებს ისმენს. ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებისა და სამხრეთის სამუდამო მტრად გამოცხადების ფონზეც კი, ბევრი სამხრეთ კორეელისთვის თავიანთი მშობლებისა და ბებია-ბაბუებისგან განსხვავებით სრულმასშტაბიანი ომი რთული წარმოსადგენია.

ჩრდილოეთ კორეის შეზღუდული რესურსების გათვალისწინებითაც კი, ბევრი მიიჩნევს, რომ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში სამხრეთ კორეას წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება.

წლების განმავლობაში კიმ ჩენ ინი დაუახლოვდა საკუთარ მიზანს, ჰქონდეს ბირთვული არსენალი, რომლის გამოყენებასაც ისევე როგორც მეზობელი ქვეყნების, ასევე აშშ-ის წინააღმდეგაც შეძლებს.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ გავრცელებულ ფოტოზე წარმოდგენილია ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტები – ჰვასონგ 17, რომლებიც გაატარეს სამხედრო აღლუმზე. სამხრეთ კორეა, 8 თებერვალი, 2023 წელი. დამოუკიდებელი ჟურნალისტები ფოტოზე გამოსახული მოვლენის გასაშუქებლად არ დაუშვეს, ფოტოს ნამდვილობის გადამოწმება დამოუკიდებლად შეუძლებელია.

თანამდებობის დაკავების დღიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი აშშ-სა და იაპონიასთან ერთად ქვეყნის სამხედრო წვრთნების მასშტაბს აფართოებს. იგი ასევე ცდილობს, მოიპოვოს გარანტიები ვაშინგტონისგან, რომ ჩრდილოეთ კორეის თავდასხმის შემთხვევაში აშშ დაიცავს სამხრეთს.

გარკვეული პროგნოზების მიუხედავად ანალიტიკოსებისთვის არც ისე მარტივია განსაზღვრონ, თუ რას მოიმოქმედებს დიქტატორი, რომელსაც დაშინებისა და საყოველთაო კონტროლის ფონზე მოსახლეობა უპირობოდ ემორჩილება…

და არავინ იცის, სინამდვილეში რა ხდება მსოფლიოს ყველაზე ტოტალიტარულ ქვეყანაში ფასადური განცხადებებისა და დადგმული სცენების მიღმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend