კატეგორიები

ქედასა და ხულოში მეწყერსა და ზვავს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქედასა და ხულოში მეწყერსა და ზვავს ორი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობაა. დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში კი სტიქიას ებრძვიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მაღალმთიან რაიონებში. ზვავსა და მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხულოსა და ქედაში.


მაღალმთიან აჭარაში საგანგებო სამსახურებს უჭირთ სათანადო დახმარების აღმოჩენა. თუმცა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეები უვნებლად გამოიყვანონ სტიქიური უბედურების ზონიდან.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რაჭის რეგიონში, კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა, როგორც გზებზე გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ.


უამინდობამ გორის მუნიციპალიტეტშიც შექმნა პრობლემები. ღამის საათებში მოსული უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დიდთოვლობის გამო, რასაც ქარიც ერთოდა, რამდენიმე ადგილზე ხე მოტყდა, დაზიანდა რამდენიმე სახურავი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები