კატეგორიები

ორბანი უკრაინის შესახებ უკანდახევას არ აღიარებს

ორბანი უკრაინის შესახებ უკანდახევას არ აღიარებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სამიტის შესახებ საუბრობს. სამიტზე ევროკავშირის 27 სახელმწიფო შეთანხმდა უკრაინისთვის 4 წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს გადაცემის საკითხზე.

 

ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა აცხადებდნენ, რომ უკრაინას ამ თანხას უნგრული მხარის თანხმობით, ან მის გარეშე გადასცემდნენ. ამავე დროს, ბრიუსელი უარს აცხადებდა ბუდაპეშტისთვის 20 მილიარდი ევროს გადაცემაზე და ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფოში დემოკრატიის დაბალ ხარისხს ასახელებდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი დიპლომატიური უკანდახევა ასე ახსნა: “მე გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენეს, ჩვენ შეგვეძლო ვეტოს უფლების კიდევ ერთხელ გამოყენება, მაგრამ საბოლოო ჯამში 26 სახელმწიფო მაინც გააგზავნიდა ამ თანხას უკრაინაში, მე კი ვერაფერს ვიღონებდი. თანხა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, დაიკარგებოდა და მისი ნაწილი უკრაინას გადაეცემოდა. ნათელია, რომ ამ ყველაფერს დიდი კონფლიქტი მოჰყვებოდა, ყველას სურდა კონფლიქტის თავიდან არიდება და ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი და კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ, ჩვენ უკრაინას შეიარაღებას არ გადავცემთ და ამავე დროს მივიღებთ ჩვენს კუთვნილ ფულს”.

Related news
უნგრეთში ანტიუკრაინული რიტორიკა გაძლიერდა უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი დაბლოკა
სხვა ამბები