კატეგორიები

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა 500 ტერორისტი გაანადგურა

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა 500 ტერორისტი გაანადგურა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შეხვდა. სამხედროებთან საუბრისას ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ მათ 500 ტერორისტი გაანადგურეს, მაგრამ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მეტია გასაკეთებელი, მათ შორის ქალაქ ჯენინში.

ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის კიდევ ერთხელ შედგეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ისრაელში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე რიგი გადაულახავი წინააღმდეგობებია.

„ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს უმნიშვნელოვანესია და ომის ბედი მხოლოდ ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება. ვიცი, რომ ჩვენი არმია დიდ ძალისხმევას დებს როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი ოპერაციების წარმოებისას. წლის დასაწყისიდან მოყოლებული 500-ამდე ტერორისტი გავანადგურეთ, მაგრამ მეტია გასაკეთებელი როგორც აქ, ასევე ჯენინში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებთან შეხვედრისას.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები