მთავარიაზიაღაზადეივიდ კამერონმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე ისაუბრა

დეივიდ კამერონმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე ისაუბრა

“ღაზაში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა უნდა შევიდეს”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ კამერონმა განაცხადა. მან ისრაელს მოუწოდა, რომ სრულად აღადგინონ წყლის, საწვავისა და ელექტროენერგიის მიწოდება ღაზისთვის.

ასევე ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა.

პალესტინელები ისრაელის დაბომბვის შემდეგ გადარჩენილებს ეძებენ, ღაზის სექტორი, 24 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Hatem Ali

“ბრიტანეთმა ღაზის სექტორში მყოფ დაშავებულებს დახმარება კიდევ უფრო გაუზარდა. ისრაელელებმა უნდა გახსნან გადაკვეთის პუნქტები, რის შედეგადაც უფრო მეტი სატვირთო შევა მათ ტერიტორიაზე. ამ მხრივ ძალიან ბევრი შეფერხებაა, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

უკვე დროა, რომ ბრძოლა შეწყდეს. ჩვენ არა მხოლოდ დახმარების მიწოდება შეგვიძლია, არამედ შეგვიძლია მძევლები სამშვიდობოზე გამოვიყვანოთ.

ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ როგორ ტოვებს “ჰამასის” ხელმძღვანელობა ღაზის სექტორს. ჩვენ უნდა ვიხილოთ ტერორიზმის სრული ჩამოშლა. პალესტინელმა ხალხმა უნდა დაინახოს პოლიტიკური პერსპექტივები, რომელთა მიხედვითაც მათ შეეძლებათ ახალი სახელმწიფოსა და მომავლის აშენება”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ კამერონმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend