კატეგორიები

ნეთანიაჰუ ისრაელელი სამხედროების შესახებ საუბრობს

ნეთანიაჰუ ისრაელელი სამხედროების შესახებ საუბრობს

იერუსალიმში ისრაელის თავდაცვის ძალების ლეიტენანტის ჰადარ კაპლუკის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ის ერთ-ერთი მათგანია 21 დაღუპულ სამხედროს შორის, რომლებიც ღაზის სექტორში შენობის დანგრევის შედეგად დაიღუპნენ.

7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ ისრაელზე მიტანილი ტერორისტული იერიშის შედეგად დაწყებული ომის ფონზე, ეს ერთ დღეში ისრაელის არმიის მიერ მიღებული უდიდესი დანაკარგია.

21 ისრაელელი ჯარისკაცის დაღუპვას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. ჩვენ 21 ჯარისკაცი დავკარგეთ, 21 გმირი და 21 საუკეთესო სამხედრო. ეს 21 გმირი ჩვენი ერის უსაფრთხოებისთვის იბრძოდა და სწორედ ამ დიად მიზანს შესწირეს სიცოცხლე. ამ ტრაგედიის ფონზე გვაქვს წარმატებებიც, ხან-იუნისი ალყაშია, ჩვენი მიზანი კი სრული და საბოლოო გამარჯვებაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელელი ჯარისკაცები მიასვენებენ ღაზის სექტორში მეომარ ჰადარ კაპლუკის ცხედარს, იერუსალიმი, 23 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Ohad Zwigenberg
Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები