კატეგორიები

კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს დაპირისპირება მოჰყვა

კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს დაპირისპირება მოჰყვა

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა ადგილზე შეკრებილ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის.

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს სახლთან შეკრებილი აქტივისტები შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა ბიუროს წარმომადგენლები უკვე სახლში იმყოფებიან. მოქალაქეთა გაერთიანების “ხმას” წევრებმა, ადგილზე შეკრებილმა აქტივისტებმა და ოჯახის მხარდამჭერებმა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს კარზე ბარიკადები აღმართეს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა შესასვლელი რკინის კარი გაჭრეს. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადგილიდან უკვე განარიდეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები