მთავარიევროპარუმინეთიფერმერებმა რუმინეთში კონსტანცისა და ბრასოვის პორტების შესასვლელები გადაკეტეს

ფერმერებმა რუმინეთში კონსტანცისა და ბრასოვის პორტების შესასვლელები გადაკეტეს

რუმინეთში გრძელდება ფერმერთა და სატვირთოს მძღოლების პროტესტი.

ორშაბათს, გვიან ღამით, კონსტანცისა და ბრაშოვის პორტების შესასვლელები გადაიკეტა,  სატვირთოს მძღოლებმა კი ავტომაგისტრალებზე მოძრაობა შეაფერხეს.

პარალელურად შეხვედრა გაიმართა მთავრობასა და ფერმერთა ასოციაციას შორის. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ განაცხადა, რომ მოთხოვნების უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილებულია, რასაც არ ეთანხმებიან აქციის მონაწილეები.

ფერმერთა აქციის ორგანიზატორი დენუც ანდრუსი ამბობს, რომ სასოწარკვეთა მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის საკითხებით არ არის გამოწვეული. ისინი მოითხოვენ ზომებს, რომლებიც ბიზნესის, საზოგადოებისა და მათი, როგორც რუმინელების, დაცვას ემსახურება.

მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. დემონსტრანტები კვლავ ქუჩაში რჩებიან და პრობლემების განსახილველად შეხვედრას  სოფლის მეურნეობის მინისტრთან კი არა, უშუალოდ პრემიერთან ითხოვენ.  ამავდროულად, მარჩელ ჩოლაკუმ  განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულისთვის რუმინეთის ტერიტორია მხოლოდ ტრანზიტული იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend