კატეგორიები

ნატოს სამხედრო სწავლება

ნატოს სამხედრო სწავლება

ცივი ომის შემდეგ ნატო ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებათა ციკლს გეგმავს.

2024 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მასშტაბური სამხედრო სწავლებათა ციკლია დაგეგმილი. წვრთნები, რომელშიც ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები მონაწილეობენ, ცივი ომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი უდიდეს სამხედრო გადაჯგუფებასაც გულისხმობს. სწავლების დროს ალიანსის სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა შინაარსის სამხედრო ამოცანას შეასრულებენ, მათ შორის საჰაერო დესანტირებას, სახმელეთო მანევრებსა და საბრძოლო ტექნიკის ვარჯიშებს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად დიდი ბრიტანეთი უდიდეს კონტინგენტს გააგზავნის. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ გრანტ შაპსის განცხადებით, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების, არმიისა და სამეფო საჰაერო ძალების 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით ჩაერთვება ამ სწავლებაში.

 

Related news
გერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს „Arctic Sentry” – ნატოს ახალი კამპანია ჩრდილოეთში
სხვა ამბები