კატეგორიები

თურქეთის არმიამ ქურთ სეპარატისტთა დაჯგუფებებზე საჰაერო იერიში მიიტანა

თურქეთის არმიამ ქურთ სეპარატისტთა დაჯგუფებებზე საჰაერო იერიში მიიტანა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შაბათს თურქეთის არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა ქურთ სამხედრო დაჯგუფებებზე ერაყსა და სირიაში.

ერთი დღით ადრე, ერაყში არსებულ თურქეთის სამხედრო ბაზაზე ქურთმა სეპარატისტებმა მიიტანეს შეტევა, რასაც ცხრა თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სირიასა და ერაყში მყოფი დაჯგუფებები დაკავშირებულნი არიან ქურთისტანის „მუშათა პარტიასთან“, რომელიც 1980-იანი წლებიდან მოყოლებული თურქეთში აჯანყებებს აწარმოებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, თურქმა სამხედროებმა გაანადგურეს გამოქვაბულები, ბუნკერები, თავშესაფრები და ნავთობის ობიექტები. ქურთისტანის „მუშათა პარტიის“ წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

დაკავშირებული ამბები
სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა თურქეთის პრეზიდენტი ირანს „პროვოკაციული ნაბიჯების“ თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს
სხვა ამბები