კატეგორიები

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 100 დღე გავიდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 100 დღე გავიდა
ღაზაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან 100 დღე გავიდა

ჰამასის“ მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებშიც  სამი ისრაელელი ტყვე ჩანს. ვიდეო კი სრულდება გაფრთხილებით, რომ ამ ადამიანების ბედის შესახებ მომავალ დღეს გაიგებენ.

მძევლების შესახებ „ჰამასის“ საჯარო შეტყობინებებზე ისრაელის ოფიციალური პირები  არ რეაგირებენ და ამას ფსიქოლოგიურ ომად აფასებენ. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ვერავინ შეაჩერებს ისრაელის ომს „ჰამასის“ წინააღმდეგ. მისი თქმით, ისრაელი ძალას არ იშურებს, რომ ყველა, გამონაკლისის გარეშე, სახლებში დააბრუნოს.

ამავდროულად, სატელევიზიო გამოსვლაში ლიბანის „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელის მიერ წამოწყებული ომი წარუმატებელია. მისი მტკიცებით, ისრაელი იძულებული იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები.

ისრაელი და „ჰამასის“ მოკავშირე „ჰეზბოლა“ თითქმის ყოველდღიურად ესვრიან ერთმანეთს. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა,  რაც საჰაერო დარტყმის შედეგად ლიბანელთა ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა.

Related news
ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს აღარ აქვთ იმედი, რომ სექტორის რეკონსტრუქციის პროცესი მალე დაიწყება გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ
სხვა ამბები