კატეგორიები

დიდთოვლობის გამო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

დიდთოვლობის გამო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ხოლო ნამქერისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

მოძრაობა აღდგენილია ასევე გომი-საჩხერე-ჭათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები