კატეგორიები

შვედეთის მთავრობამ საქართველოსთვის ხუთი მილიონი შვედური კრონა გამოყო

შვედეთის მთავრობამ საქართველოსთვის ხუთი მილიონი შვედური კრონა გამოყო

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთვის ხუთი მილიონი შვედური კრონა გამოყოს, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ საქართველოში შვედეთი სამეფოს ელჩი, ანა ლიბერგი, წერს სოციალურ ქსელში.

ეს თანხა გამოყოფილია პროექტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: კრიზისის მართვა, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გაზიარება.

შვედეთის მთავრობამ თანხები უკრაინისა და მოლდოვისთვისაც გამოყო. პაკეტის ფარგლებში, უკრაინას 50 მილიონი შვედური კრონა გადაეცემა, ხოლო მოლდოვას – ხუთი მილიონი.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები