კატეგორიები

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება
საქართველოს პარლამენტში 2024 წლის საგაზაფხულო სესიების პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშს მოუსმენენ დეპუტატები.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში 6 თებერვლის სხდომაზე მოუსმენენ.

რამდენიმე დღეა პოლიტიკურ სპექტრში დისკუსიაა, რომ ქართული ოცნება პრეზიდენტისთვის პარლამენტის ტრიბუნის დათმობას არ აპირებდა. პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის შესახებ გადაწყვეტილება 12 იანვარს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაუდასტურა.

სალომე ზურაბიშვილის ანგარიშს პარლამენტში 6 თებერვალს მოუსმენენ

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები