მთავარიაზიაიემენიაშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში, ჰუსიტების წინააღმდეგ საპასუხო იერიში მიიტანეს

აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში, ჰუსიტების წინააღმდეგ საპასუხო იერიში მიიტანეს

აშშ-ს საბოლოო გაფრთხილების მიუხედავად, სამშაბათს, ჰუსიტები წითელ ზღვაში გადამზიდავ გემებს რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს

ამერიკის შეერთებული შტატებმა და ბრიტანეთმა, ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდებისა და ბაჰრეინის მხარდაჭერით, იემენში აჯანყებული ჰუსიტების წინააღმდეგ, მათ მიერ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე საპასუხოდ, საჰაერო და სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

დაბომბილია 10-ზე მეტი სამიზნე, მათ შორისაა ლოგისტიკური პუნქტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტყვია-წამლის საწყობები და სარაკეტო გამშვები კომპლექსები.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იერიშის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიპლომატიურმა სვლებმა შედეგები არ გამოიღო.

ერთი კვირის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა ჰუსიტებს საბოლოოდ მოუწოდეს, რომ შეეწყვიტათ თავდასხმები. ჰუსიტები, რომლებიც იემენის ნაწილს აკონტროლებენ, „ჰამასს“ უცხადებენ მხარდაჭერას და ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ რეგულარულად ესხმიან თავს გემებს წითელ ზღვაში.

გაფრთხილების მიუხედავად, სამშაბათს მათ გადამზიდავ გემებზე ამ დრომდე ყველაზე დიდი იერიში მიიტანეს დრონებისა და რაკეტების გამოყენებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend