მთავარიევროპალიეტუვაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა, უკრაინელი ლიდერი აპირებს ესტონეთსა და ლატვიაში ჩასვლასაც. უკრაინელი ლიდერის მთავარი მიზანი საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესების მიზნით მეტი შეიარაღების მოპოვებაა მოკავშირეთა არსენალიდან. უკრაინაში რუსული ინტერვენცია უკვე 23 თვეა მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში მოსკოვმა უკრაინაში მდებარე სამიზნეებზე სარაკეტო შეტევების რაოდენობა და მოცულობა მკვეთრად გაზარდა. უკრაინული მხარე ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის ომთან ადაპტაციასა და ზრდასაც ცდილობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: “ნატოს მომავალ სამიტზე მე ორი კონკრეტული მიზანი მაქვს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა მოკავშირეების მხრიდან და ამავე დროს თავდაცვის მეტი შესაძლებლობა. ჩვენ ამჟამად უკვე ვმუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდაზე, მე მსურს მეტი ფინანსური დახმარება ვიხილო, რათა ეს რესურსი გამოვიყენოთ იმ თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდისთვის, რომელიც უკრაინას ასე ესაჭიროება”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend