მთავარიაზიაჩრდილოეთ კორეაკიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას განადგურებით ემუქრება

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას განადგურებით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ფხენიანი მზად არის სამხრეთ კორეა მიწასთან გაასწოროს, კორეელმა დიქტატორმა სამხრეთ მეზობელს მთავარი მტერიც უწოდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ეს განცხადება ტყვია-წამლის მწარმოებელი საამქროების ინსპექტირებისას გააკეთა. სამხედრო მანევრები გამართა როგორც ჩრდილოეთ კორეამ, ასევე სამხრეთ კორეამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიასთან ერთად. სეული ფხენიანს არსებული შეთანხმებების დარღვევით საარტილერიო წვრთნების ჩატარებაში სდებს ბრალს, ჩრდილოეთ კორეაში ამ ბრალდებას უარყოფენ.

სამხრეთ კორეასთან, სეულის მოკავშირე იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირების ფონზე ფხენიანი ავითარებს სამხედრო თანამშრომლობას მოსკოვთან. რუსული ტექნოლოგიებისა და რესურსების სანაცვლოდ ვაშინგტონის მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეა კრემლს საარტილერიო ჭურვებს აწვდის. ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის მეთაურობით ტრადიციულად აღრმავებს ორმხრივ თანამშრომლობას პეკინთან.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვლადივოსტოკში Copyright Yuri Kadobnov/Pool Photo via AP

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend