კატეგორიები

ბავშვები ღაზის სექტორიდან

ბავშვები ღაზის სექტორიდან

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ღაზის სექტორში არსებული არასრულფასოვანი კვების პრობლემა და სხვადასხვა დაავადება საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლეს.

პალესტინელები, რომლებმაც თავი დააღწიეს ისრაელის ბომბებს, საუზმობენ. ღაზის სექტორის სამხრეთი, 1-ელი იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo

დაბომბვის შედეგად ღაზის სექტორში ათასობით ბავშვი დაიღუპა. გადარჩენილი ბავშვების საცხოვრებელი პირობები კი სწრაფად უარესდება. იზრდება დიარეის შემთხვევები და ბავშვებში სიკვდილიანობის რისკი. ხუთ წლამდე ბავშვებში დიარეის შემთხვევები მხოლოდ ერთ კვირაში 48 000-იდან 71 000-ამდე გაიზარდა, რაც დღეში დიარეის 3200 ახალ შემთხვევას გულისხმობს.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, ორ წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 90% ვიტამინების ორ ან ნაკლებ ჯგუფს იღებს.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო უამრავი ადამიანი შიმშილობს
სხვა ამბები