მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონის ზოოპარკში ცხოველების ყოველწლიური აღწერა მიმდინარეობს

ლონდონის ზოოპარკში ცხოველების ყოველწლიური აღწერა მიმდინარეობს

ლონდონის ზოოპარკის თანამშრომლებმა ათასობით ცხოველის აღწერა დაიწყეს. 

ზოოპარკში 300-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა ბინადრობს, გიგანტური კუებიდან დაწყებული ათასფეხებამდე დამთავრებული. დიდი ბრიტანეთის ყველა ზოოპარკის ადმინისტრაცია ვალდებულია, ყოველწლიურად ჩაატაროს ცხოველთა აღწერა.

ზოოპარკის თანამშრომელი აღწერს ცხოველებს – AP

ცხოველები ეხმარებოდნენ კიდეც ზოოპარკის თანამშრომლებს, მაგალითად, ჰუმბოლდტის ჯიშის 74 პინგვინი მოთმინებით ელოდა თავის რიგს.

ზოგიერთი სახეობა ამ პროცესში ძალიან გაერთო. სუმატრის ვეფხვის ბოკვრებმა იქაურობა სათამაშო მოედნად აქციეს.

ზოოლოგიური ოპერაციების მენეჯერის, დენიელ სიმონდსის თქმით, დაახლოებით 14000 ერთეული ცხოველი იყო აღსაწერი.

,,ლონდონის ზოოპარკში ყოველწლიური აღწერა მიმდინარეობს. ჩვენ 300 სახეობის დაახლოებით 14 000 ცხოველი გვყავს, მათ დასათვლელად სულ რამდენიმე დღე გვჭირდება. ეს სტატისტიკა მონაცემთა ბაზაში გადადის და შემდეგ მთელი მსოფლიოს ზოოპარკებს გადაეცემა’’,-ამბობს დენიელ სიმონდსი, ზოოლოგიური ოპერაციების მენეჯერი.

ლონდონის ზოოპარკი ზრუნავს გადაშენების პირას და საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველებზე, მათ შორის იმ სახეობაზე, რომელიც ველურ ბუნებაში უკვე აღარ არსებობს.

ის ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში ველური ბუნების დაცვასა და აღდგენაზე მუშაობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend