კატეგორიები

წიგნის საახალწლო ფესტივალი

წიგნის საახალწლო ფესტივალი

23-24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართა. ოცდაათი წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ორგანიზაცია მონაწილეობდა ფესტივალში, სადაც წარმოდგენილი იყო წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. გარდა წიგნების გამოფენა-გაყიდვისა ფესტივალის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული პროგრამაც გაიმართა, სადაც წარადგინეს ახალი გამოცემები და ჩატარდა დისკუსიები.

წიგნის საახალწლო ფესტივალი მკითხველებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს მათ კიდევ ერთხელ ეძლევათ საშუალება, რომ შეიძინონ საყვარელი წიგნები და სხვებსაც გაუკეთონ საჩუქარი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველებს წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა მათთვის სპეციალურად შექმნილი საახალწლო გარემო დახვდათ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები