როგორც წესი, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების მაჩვენებელი გაზრდილია, შესაბამისად, იზრდება სხეულის დაზიანებისა და ხანძრის დაუდევრობით გაჩენის რისკებიც. სამომხმარებლო ბაზარი სავსეა პიროტექნიკით, უმჯობესია, გავუფრთხილდეთ გარემოს და არ გამოვიყენოთ ფეთქებადი და ცეცხლგამჩენი საშუალებები, რადგან მაღალია დაუდევრობით ხანძრის გაჩენის ან სხეულის დაზიანების რისკი. პიროტექნიკა ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზეც.
და თუ მაინცდამაინც ვერ გადაგარწმუნეთ, რომ პიროტექნიკა არ გამოიყენოთ დღესასწაულების აღსანიშნად, რადგან ეს საშიშია ადამიანებისა და ცხოველებისათვის, მაშინ ძალიან ყურადღებით გაეცანით რჩევებს, რომ რისკი, რომელზეც ნებაყოფლობით მიდიხართ, მინიმუმამდე მაინც შემცირდეს.
გასაყიდად გამოტანილი პიროტექნიკის ხარისხის დადგენა რთულია. უხარისხო პიროტექნიკის გამოყენება კი ხშირად იწვევს სხეულის დაზიანებას.
პიროტექნიკა არ უნდა იყოს სველი, დაზიანებული, არ უნდა ჰქონდეს დარღვეული სტრუქტურა. თუ გასროლის შემდეგ კაფსული არ გამოვარდა, ესე იგი გაჭედილია და არსებობს იმის საფრთხე, რომ ლულაშივე გასკდეს. ასეთ დროს ხშირია სხეულის დაზიანების შემთხვევები.
როდესაც პიროტექნიკის ტრაექტორია მიმართულია საცხოვრებელი სახლის აივნებისკენ, მაღალია ხანძრის გაჩენის რისკიც. თუმცა ხანძარი შეიძლება გააჩინოს დაუმწვარმა კაფსულმა, რომელიც შესაძლოა ან ავტომობილზე დაეცეს, ან ავტოფარეხსა თუ აივანზე ჩავარდეს. მაქსიმალურად უნდა განისაზღვროს პიროტექნიკის გამოყენებისას ფეიერვერკის ტრაექტორია, ის არ უნდა იყოს მიმართული ცოცხალი არსების ან ადვილად აალებადი საგნებისკენ.
პიროტექნიკა არ არის ერთადერთი წყარო ხანძრის გაჩენისა, თუმცა საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც სწორედ მისგანაა გამოწვეული ხანძრები. საყოფაცხოვრებო ხანძარი შესაძლოა გამოიწვიოს ელექტრობამ, დაუდევრობამ, მაგალითად, აივნიდან ანთებული საგნის, სიგარეტის ნამწვის გადაგდებამ, ან ასანთით თამაშმა.
თავდაპირველად ხანძარი უმნიშვნელო ალისა და კვამლის წარმოქმნით იწყება, რაც ძნელად შესამჩნევია, ჟანგბადის ზემოქმედებითა და ნიავით კი მალევე შესაძლებელია, გაძლიერდეს.
ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ქცევის ძირითად წესებზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც შევამჩნევთ ხანძრის ნიშნებს, კერძოდ, როდესაც არც ცეცხლის ალი ჩანს და არც ძლიერი დაკვამლიანებაა:
• არ არის საჭირო პანიკა! შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავრეკოთ 112-ში, ვუთხრათ ზუსტი მისამართი და ჩამოვუთვალოთ ხანძრის ის ნიშნები, რომლებსაც შევამჩნევთ.
• დავტოვოთ შენობა უახლოესი უსაფრთხო გასასვლელით!
• არ გადავადგილდეთ კვამლის მიმართულებით!
• გამოსვლისას მჭიდროდ გამოვხუროთ კარი, რადგან ასე ცეცხლის გავრცელებას შევუშლით ხელს.
• არ ვისარგებლოთ ლიფტით!
• ოჯახის წევრებთან ერთად ორგანიზებულად ვტოვებთ შენობას და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით სხვებს შენობიდან გასვლაში.
• გაითვალისწინეთ, რომ პანიკის დროს ბავშვები იმალებიან საწოლის ქვეშ, კარადაში. ამიტომ მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება მცირეწლოვნებს.
როგორ ვიქცევით, თუ ძლიერი დაკვამლიანებაა და შეუძლებელია შენობის დატოვება, რადგან გასასვლელი ჩახერგილია ან ცეცხლია გასასვლელში:
• აუცილებლად ვრეკავთ 112-ში და აღვუწერთ სიტუაციის სირთულეს.
• დავხუროთ კარი მჭიდროდ, ამით ვამცირებთ ცეცხლის გავრცელების ტემპს.
• სველი ქსოვილით ამოვქოლოთ კარის ზღურბლი და ნაპრალები, რაც ხელს შეუშლის ცეცხლის იმ ოთახში შემოღწევას, სადაც ვიმყოფებით.
• არ გამოაღოთ სარკმელი, რადგან სარკმლის გამოღებით ნიავის ზემოქმედება კიდევ უფრო გააძლიერებს ცეცხლს.
• არ შეიძლება თავის შეფარება საკუჭნაოში, კარადაში, სასურველია, შევიდეთ იქ, სადაც სველი წერტილია.
• არ შეიძლება ელექტრომოწყობილობებისა და ცეცხლის ჩაქრობა თვითნებურად.
• გასათვალისწინებელია, რომ იატაკიდან 30 სანტიმეტრ სიმაღლეზე კვამლი არ ვრცელდება და შესაძლებელია სუნთქვა.
ესაა ქცევის ის ძირითადი წესები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, თუკი ხანძარს შევამჩნევთ. უმჯობესია, ვიცოდეთ წესები და არ დაგვჭირდეს მათი გამოყენება. სავალალო შედეგს მაშინ უფრო მივიღებთ, როდესაც არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის დროს.
საქართველო
ევროპა
მსოფლიო
ბიზნესი
კულტურა
სპორტი
კუბი
მეტი
კატეგორიები
-
საქართველო
-
ევროპა
-
მსოფლიო
-
ბიზნესი
-
კულტურა
-
სპორტი
-
კუბი
-
მეტისერვისებიამინდი
კატეგორიები
საქართველო
ევროპა
ევროპა
Categories
უკრაინა
რუსეთი
გერმანია
საფრანგეთი
Programmes
Smart Regions
CULT
"ბილბორდი" ევრონიუს ჯორჯიაზე
თვითმხილველი
გლობალური საუბარი
მსოფლიო
მსოფლიო
Categories
European Union
აზია
აფრიკა
ამერიკა
ავსტრალია
Programmes
პრიზმა
წინანდლის ფესტივალი 2023
Scenes
ოკეანე
European Stories
ბაკურიანი 2023
ბიზნესი
ბიზნესი
Categories
ტექნოლოგია
საზოგადოება
ფოკუსი
პერსპექტივა
ბრიუსელის ბიურო
Programmes
Explore
ნამდვილი ეკონომიკა
ეკონომიკა
ბიზნესპლანეტა
Europe Decoded
QATAR 365
მეტი
მეტი
Special coverage
უკრაინა
რუსეთი
საფრანგეთი
გერმანია
გაერთიანებული სამეფო
იტალია
ესპანეთი
პარტნიორის კონტენტი
დღის ამბები
ევრონიუს ჯორჯიას სტუმარი
მთავარი ამბავი
სერვისები
ამინდი