მთავარიგადაცემებიCULTშემოქმედებითი ინდუსტრიების კვირეული ბაქოში - მობილური ტეელეფონით გადაღებული ფილმები და ჰაკატონი

შემოქმედებითი ინდუსტრიების კვირეული ბაქოში – მობილური ტეელეფონით გადაღებული ფილმები და ჰაკატონი

წარმოსახვა, ინოვაცია, ტექნოლოგია და გართობა  – ეს სამი ძირითადი მიმართულება იყო ბაქოს შემოქმედებითი ინდუსტრიების კვირეულის ყურადღების ცენტრში. აზერბაიჯანის დედაქალაქმა შემოქმედებისა და კულტურის სფეროს ახალ მოთამაშეებს უმასპინძლა.

27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქმა შემოქმედებითი ინდუსტრიების კვირეულს უმასპინძლა – ეს არის ფორუმი, რომელიც ახალგაზრდა შემოქმედებს თვალსაწიერის გაფართოებასა და წარმოსახვის გამდიდრებაში უწყობს ხელს.

კიდევ ერთი ღონისძიება, რომელსაც ტექნოლოგიების მოყვარული ახალგაზრდები სიამოვნებით დაესწრნენ, იყო ტექნოლოგიური თამაშების, GameTech-ის 48-საათიანი ჰაკატონი – ამ ფორმატის მიზანია, რომ დააჩქაროს ინჟინრული თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

ცამეტი გუნდი შეეჯიბრა ერთმანეთს. შეჯიბრების დროს ისინი ქმნიდნენ თამაშებს მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერებისთვის, ჰაკატონის ბოლოს კი ჟიურის წარუდგინეს საკუთარი იდეები და თამაშები.

შემოქმედებითი კვირეულის ფარგლებში დიდ ეკრანსაც დაეთმო ადგილი. აქ მობილური ფილმების Cinemo Mobile Film Festival-ის პირველი ფესტივალი  ჩატარდა. ფესტივალზე კონკურსი სამი მიმართულებით შედგა, წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და სოციალური ფილმები. ეს ფესტივალი მიზნად ისახავდა კინოინდუსტრიაში ახალი სახელების აღმოჩენას და სოციალური ფასეულობების გაშუქებას მობილურით გადაღებული კინოს მეშვეობით. ნიზამის კინოცენტრში ჩატარებულ გახსნით ცერემონიას ძირითადად ახალგაზრდები დაესწრნენ. კინოჩვენება გაიხსნა ფრანგი რეჟისორის მიშელ გონდრის Michel Gondry მიერ სმარტფონით გადაღებული ფილმით „შემოვლითი გზა“.

ავტორი:  ევრონიუსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend