მთავარიაზიაისრაელი"ისრაელი შვიდი მიმართულებით იბრძვის" - თავდაცვის მინისტრი

“ისრაელი შვიდი მიმართულებით იბრძვის” – თავდაცვის მინისტრი

ისრაელის არმია ღაზის სექტორზე საჰაერო შეტევას აგრძელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში განადგურებულია 100-ზე მეტი ობიექტი, გვირაბის შახტები, ინფრასტრუქტურა და სამხედრო ადგილები, რომლებსაც “ჰამასი” ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდა ისრაელის წინააღმდეგ.

თუმცა ღაზის სექტორი ერთადერთი ადგილი არაა, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს უწევთ სამხედრო ოპერაციების ჩატარება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ახლა ისრაელი 7 მიმართულებით იბრძვის.

„თავს შვიდი მიმართულებიდან გვესხმიან: ღაზიდან, ლიბანიდან, სირიიდან, იუდეიდან და სამარიიდან, ერაყიდან, იემენიდან და ირანიდან. ყველა ამ თავდასხმას ჩვენ პასუხი გავეცით და მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, ყველა, ვინც ჩვენ წინააღმდეგ წავა, ჩვენი პოტენციური სამიზნეა. არავითარი იმუნიტეტი არ არსებობს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.

თუმცა ისრაელის თავდასხმას თან ახლავს ძალიან დიდი მსხვერპლი ღაზის სექტორში. ორშაბათს, 25 დეკემბერს, ეგვიპტის საზღვართან დაბომბვას ლტოლვილთა ბანაკში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 14 წლის ბავშვიც.

ისრაელის თავდასხმის შემდეგ პალესტინელები ათვალიერებენ მაღაზის ლტოლვილთა ბანაკს, 25 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Adel Hana

მთლიანობაში კი ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობა 20 000-ს აღემატება.


საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ისრაელს, შეამსუბუქოს ღაზის სექტორზე თავდასხმის ინტენსივობა, თუმცა სამშაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი არ დასრულდება მანამ, სანამ “ჰამასი” სრულად არ განადგურდება.

ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯარისკაცებს ესაუბრება, ისინი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებიან, 25 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Handout via AP

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend