მთავარიევროპაბოსნია და ჰერცეგოვინასარაევო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

სარაევო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქი სარაევო დეკემბრის დასაწყისიდან ტოქსიკურ ნისლშია გახვეული.

ჰაერის ხარისხი იმდენად დაბალია, რომ უკვე მეორე დღეა, მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში მოწინავე ადგილზე გადაინაცვლა.  ჰაერის ხარისხის შვეიცარიულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც მონაცემებს აგროვებს, სარაევოს ჰაერის ხარისხის ინდექსი 301-ით განსაზღვრა. ეს კი უკიდურესად არაჯანსაღ კატეგორიას განეკუთვნება. მეორე ადგილზეა ინდოეთის ქალაქი კოლკატა, რომლის ინდექსიც 239-ით განისაზღვრა.

თუმცა ეს ახალი პრობლემა არ არის. 2020 წლიდან ადგილობრივები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს.  ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ბალკანეთში ჰაერის დაბინძურება მეტწილად ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გამოყენებასა და ძველი ავტომობილების გამონაბოლქვთან იყო დაკავშირებული.

ქალი სამედიცინო ნიღბით, დაბინძურებული ჰაერისგან იცავს თავს. სარაევო, ბოსნია. 20 დეკემბერი, 2023 წელი – ASSOCIATED PRESS

მას შემდეგ ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ სარაევო 2035 წლისთვის ნახშირბადისგან თავისუფალი გახდებოდა. თუმცა კრიზისმა და გაძვირებულმა ფასებმა მოქალაქეები აიძულა, სახლის გასათბობად ისევ იაფი საწვავი გამოეყენებინათ. მათ  არც იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ ძველი ავტომობილები ახლებით ჩაანაცვლონ. ბევრი ადგილობრივი თავის დასაცავად პირბადეებსაც კი იყენებს.

თუმცა ზენიცის საავადმყოფოს წარმომადგენლის ჰარუნ დრლევიჩის თქმით, არ აქვს აზრი პირბადის გამოყენებას, რადგან ჰაერის დაბინძურების ყველაზე საშიში ნაწილაკები შეუფერხებლად აღწევს ამ ნიღბებში, შემდეგ სასუნთქ გზებში და ასე ხვდება სისხლში. მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში პირბადე  არ არის დამცავი საშუალება.

სარაევოს ხელისუფლებამ  შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგას. სარაევო იმ 100 ევროპულ ქალაქს შორისაა, რომლებსაც ევროკავშირი  ნულოვანი ემისიების მიღწევაში დაეხმარება. ამჟამად ქალაქის თითქმის ყველა სექტორი მუშაობს სამოქმედო და საინვესტიციო გეგმებზე, რომლებიც კლიმატის ნეიტრალიტეტს უკავშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend