მთავარიაზიაჩინეთიჩინეთში ამ დრომდე ეძებენ მიწისძვრის შედეგად დაკარგულ ადამიანებს

ჩინეთში ამ დრომდე ეძებენ მიწისძვრის შედეგად დაკარგულ ადამიანებს

ჩინეთის ცინჰაის პროვნიციაში  მიწისძვრით გამოწვეულმა მეწყერმა ორი სოფელი მთლიანად დაფარა.

სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.  ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 135 ადამიანი დაიღუპა, 900-ზე მეტი კი დაშავდა. ცინჰაის პროვნიციაში, სადაც მეწყერმა  საცხოვრებელი სახლები დაანგრია, მაშველები  12 ადამიანს ეძებენ.

დღევანდელი მონაცემებით, ცანჰაიში დაღუპულთა რაოდენება 22-ამდე გაიზარდა. ორშაბათს ღამით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა განსუს პროვინციიდან იყო,  ხოლო დანარჩენები – მეზობელი ცინჰაიდან. განსუში გარდაცვლილია 113 ადამიანი, დაშავებულთა მაჩვენებელი კი 782-ამდე გაიზარდა.

განსუს პროვნიციაში დროებითი საცხოვრებელი კოტეჯების პირველი პარტია გაიგზავნა. ბოლო ინფორმაციით, განსუში 15 000 სახლი სრულად დაინგრა, სტიქიის ზონიდან 87 000 ადამიანი გაიყვანეს. ბევრი მათგანი ყინვაში ღამეს   მიმდებარე ადგილებში მოწყობილ თავშესაფრებში ათევს.

ორშაბათს გვიან ღამით ჩინეთის ქალაქ ლანჭოუს სამხრეთ-დასავლეთიდან 100 კილომეტრში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ნგრევა და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend