მთავარიევროპაისლანდიავულკანოლოგები აცხადებენ, რომ ისლანდიაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული ვულკანის აქტივობა

ვულკანოლოგები აცხადებენ, რომ ისლანდიაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული ვულკანის აქტივობა

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევიდან 24 საათის შემდეგ მაგმა ისევ მოედინება.

ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურში ვარაუდობენ, რომ ორშაბათს ვულკანის ამოფრქვევიდან პირველ 2 საათში ასობით კუბური მეტრი ლავა გადმოვიდა, თუმცა ამჟამად ვულკანის აქტივობა  მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

ძლიერი სეისმური აქტივობის გამო ახლომდებარე ქალაქ გრინდავიკიდან მოსახლეობა ნოემბერშივე გაიყვანეს. ახლა მთავარი პრობლემა აირებით დაბინძურებული გარემოა.

ადამიანები უყურებენ გააქტიურებულ ვულკანს-Marco Di Marco/AP

მხუთავი აირები მალე შესაძლოა მიუახლოვდეს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკს, რომელიც გრინდავიკიდან 42 კილომეტრში მდებარეობს. უკვე იგრძნობა დამწვრის სუნი, ჩანს ფერფლიც, თუმცა ვულკანოლოგები საფრთხეს ვერ ხედავენ.

მაგმის ნაკადი, ისლანდია – AP

ისლანდიის უნივერსიტეტის ვულკანოლოგი ჰელგა ტორფადოტირი ამბობს, რომ ეს ისლანდიაში მორიგი ამოფრქვევაა, რომელიც ორშაბათს ღამით დაიწყო, ის ნელ-ნელა მშვიდდება. მისი თქმით, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ამოფრქვევა.

ისლანდიაში ყველაზე მასშტაბური ვულკანური მოვლენა 2010 წელს იყო, როდესაც ვულკანი ეიაფიადლაიეკუდლი ამოიფრქვა და წარმოქმნა ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი, რამაც ევროპაში საჰაერო სივრცეების დაკეტვა გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend