კატეგორიები

გაეროს გენერალური მდივანი ისრაელსა და “ჰამასს” შორის ზავს ითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი ისრაელსა და “ჰამასს” შორის ზავს ითხოვს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის, მიერ 99-ე მუხლის ამოქმედების შედეგად შეიკრიბა. ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება უმძიმესია და მალე კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა საერთოდ შეუძლებელი გახდება.

ხან იუნისი ისრაელის დაბომბვის შემდეგ, ღაზის სექტორი, 7 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Mohammed Dahman

ანტონიო გუტერეშის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით. გაეროს გენერალურმა მდივანმა ორგანიზაცია “ჰამასს” დაუნდობელი უწოდა.

ანტონიო გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი: “მე გაეროს ქარტიის 99-ე მუხლი ავამოქმედე, ვინაიდან გადამწყვეტი მომენტი დადგა. უდიდესი რისკი არსებობს იმისა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა დატრიალდეს, შედეგად კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. ამ კონფლიქტის შედეგები კი გავლენას მთელ რეგიონზე იქონიებს. ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გზები შეზღუდულია, ეგვიპტესთან სახელმწიფო საზღვარზე არსებული რაფას პუნქტი არ არის შექმნილი ასობით სატვირთო ავტომობილის მიღებისა და გატარების მიზნით. 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის შედეგად 17 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული, მათ შორის 7 ათასი არასრულწლოვანია. ღაზის სექტორზე ციდან, ხმელეთიდან და ზღვიდან შეუჩერებელი შეტევა მიმდინარეობს, დანგრეულია 300-ზე მეტი სკოლა, 26 საავადმყოფო, 88 მეჩეთი და 3 ეკლესია”.

Related news
გაერო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე მომუშავე სპეციალურ ორგანოს ქმნის „ადაპტაცია, შემცირება ან გაუქმება“ – აშშ გაეროს ჰუმანიტარული პროგრამების რეფორმებს ითხოვს
სხვა ამბები