იმ დროს, როდესაც ჩერნიჰივის რეგიონის ჩრდილოეთი თოვლმა დაფარა, ზამთრის კამუფლაჟში გამოწყობილი უკრაინელი ჯარისკაცების ჯგუფი სწავლობს, როგორ აღმოაჩინოს და მოიგერიოს რუსი დივერსანტები.
ჩერნიჰივი, როგორც მეზობელი სუმის რეგიონი, დივერსანტების გამო მუდმივად საფრთხის წინაშეა.
სამხედრო ინსტრუქტორი ოლექსანდერი ამბობს, რომ ყველა მამაკაცმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მსგავს წვრთნებში, რათა უფრო თავდაჯერებული იყოს.

დანიურ ორგანიზაციას უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ზამთრის ტანსაცმლის ახალი მარაგი მოაქვს. ზამთრის აღჭურვილობაზე საჭიროება გაზრდილია, რადგან რეგიონში ტემპერატურა ყოველდღიურად ეცემა.
ერთ-ერთი სერჟანტი ამბობს, რომ მათ ტანსაცმელი სჭირდებათ, რადგან ისინი მუდმივად ბრძოლაში არიან, უწევთ სირბილი, თავდასხმა, შეტევა. მათ უნდა ჰქონდეთ დახეული ან სველი ტანსაცმლის გამოცვლის საშუალება.
უკრაინის უმეტეს ნაწილში უკვე ძალიან ცივა

გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მყოფი მოქალაქეები ცივი ზამთრისთვის ემზადებიან და დანგრეული სახლების შეკეთებას ცდილობენ. სოფელი ბლაჰოდატნე ბრძოლების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. სოფელში მხოლოდ რამდენიმე მოსახლეღაა დარჩენილი.