მთავარისაქართველოსაქართველო - ევროპის კარიბჭე

საქართველო – ევროპის კარიბჭე

თბილისში შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

თბილისში შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. შავი ზღვის პლატფორმის მთავარი მიზანია, რომ საქართველომ შავი ზღვის მეშვეობით რაც შეიძლება მეტი საზღვაო და სატრანსპორტო კავშირი დაამყაროს ევროპასთან.

კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა, გახდეს რეგიონში მიმდინარე მოვლენების კოორდინატორი და ლიდერი.

კონფერენციაზე ითქვა, რომ არის პრობლემები მატარებლების სატვირთო ვაგონებსა და პორტებში ტვირთების დამუშავებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია განსახორციელებელი.

ღონისძიებაში სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესასოციაციებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მონაწილეების განცხადებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით შეიძლება ევროპისკენ გამავალი კარიბჭეც ეწოდოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend