ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” გამართა ახალი კვლევების პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებსა და გამოწვევებს შეისწავლის.
კვლევები აანალიზებს აჭარაში აფხაზების, კახეთში ოსების, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარებისა და უდიების, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემებს. აღმოჩნდა, რომ თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს აქვს საერთო გამოწვევები და ეს არის გაუმართავი ინფრასტრუქტურა, სოციალურ რესურსებსა და სერვისებზე ხელმიუწვდომლობა, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაკლებობა.