კატეგორიები

TDI: “ევანგელისტური ეკლესია ერთადერთი სამლოცველო სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა”

TDI: “ევანგელისტური ეკლესია ერთადერთი სამლოცველო სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა”

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ევანგელისტური ეკლესია ერთადერთი სამლოცველო სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკლესიის პასტორ ზაალ ტყეშელაშვილს დაეკისრა აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკს გადაუხადოს წლების განმავლობაში მიღებული შემოწირულებები. ეს თანხა ეკლესიის ერთადერთი სამლოცველო სახლის მშენებლობას მოხმარდა. შემოწირულებების გაღების შემდეგ 2019 წელს ბიუნგ ჩან პარკმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში პასტორ ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ და მოითხოვა ევანგელისტური ეკლესიის სამლოცველო სახლის მშენებლობისთვის შეწირული თანხის დაბრუნება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები