კატეგორიები

“ევროკავშირი და საქართველო სოფლის მდგრადი განვითარებისათვის”

“ევროკავშირი და საქართველო სოფლის მდგრადი განვითარებისათვის”

„ევროკავშირი და საქართველო სოფლის მდგრადი განვითარებისათვის“ – ამ თემაზე თბილისში სოფლის განვითარების კონფერენცია მიმდინარეობს. ევროკავშირის დაფინანსებულ ღონისძიებას გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობს.

კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ ინსტიტუციურ და საკანონმდებლო რეფორმებზე, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრების გზაზე ახორციელებს, ასევე სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მნიშვნელობაზე ამ პროცესში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი კატალინ გერმანი ამბობს, რომ კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რადგან ევროკავშირმა სწორედ წელს მიიღო სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკა. ის იმედოვნებს, რომ საქართველო გააგრძელებს კარგი რეფორმების გატარებას ამ მიმართულებით.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები