კატეგორიები

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ტყვეების გაცვლის პროცესი გრძელდება

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ტყვეების გაცვლის პროცესი გრძელდება

ისრაელმა 11-კაციანი სია მიიღო. სიაში მოხვედრილ ადამიანები სავარაუდოდ, დღეს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დრომდე ოჯახებს არ მიუღიათ ინფორმაცია მძევალთა გათავისუფლების შესახებ. ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებიდან 3 დღის განმავლობაში „ჰამასმა“ 39 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. შეთანხმების თანახმად, 4 დღის განმავლობაში 50 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლონ, სანაცვლოდ კი ისრაელი 150 პალესტინელ მძევალს დააბრუნებს.

“ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლებული 3 წლის გოგონა, 25 ნოემბერი, 2023 წელი Copyright Israel Prime Minister Office/Handout via AP
ისრაელის ციხიდან გათავისუფლებული პალესტინელი დედას ეხუტება, 26 ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Nasser Nasser


ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა შესაძლოა, გააგრძელოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუ „ჰამასი“ მძევლების მოსაძებნად არსებულ დროს გამოიყენებს. საუბარია 40-ზე მეტ ქალსა და ბავშვზე, რომლებიც ღაზის სექტორში ჰყავთ დაკავებული სხვა პალესტინურ დაჯგუფებებს. შეიხმა განმარტა, რომ ისრაელმა კატარს, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს, ჯიჰადისტებთან მოლაპარაკებებში გადასცა 90 ქალისა და ბავშვის სია, რომლებიც სავარაუდოდ, მძევლად არიან აყვანილი.

დაკავშირებული ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ნეთანიაჰუს სრული მხარდაჭერა არ აქვს
სხვა ამბები