კატეგორიები

რუსმა სამხედროებმა სოფელი ჩორნობაივკა დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა სოფელი ჩორნობაივკა დაბომბეს
რუსმა სამხედროებმა  ქალაქ ხერსონის გარეუბანში სოფელი ჩორნობაივკა დაბომბეს. დაიღუპა 3 ადამიანი, 5 კი დაიჭრა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, კასეტური შეიარაღებით მიტანილი იერიშის შედეგად 60-ზე მეტი საცხოვრებელი და კომუნალური შენობა დაზიანდა.

უკრაინულ სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოქალაქეებზე გამიზნულად მიიტანეს იერიში.

მოსახლეობა ფხიზლად იყო და მხოლოდ ამის წყალობით არ განმეორდა სოფელ ჰროზაში მომხდარი ტრაგედია.

როგორც ცნობილია, რუსები სამგლოვიაროდ შეკრებილ მოსახლეობას  5 ოქტომბერს დაესხნენ თავს,  რასაც 52 ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვში კი ჟურნალისტები თავიანთი კოლეგის  ბორის მაქსუდოვის დაღუპვას  გლოვობენ. იგი ოთხშაბათს ზაპორიჟიის რეგიონში დაბომბვისას დაიჭრა, იგი მიყენებული ჭრილობების შედეგად ხუთშაბათს გარდაიცვალა.

მაქსუდოვმა დაღუპვამდე გამოაქვეყნა ბრძოლის ველის ამსახველი ვიდეო, რომელშიც თავად ამბობს, რომ აქ დამალვა და თავის შეფარება შეუძლებელია.

Related news
რუსულმა ძალებმა სლოვიანსკა და დნიპროზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ბრიანსკის რეგიონში მიკროელექტრონიკის ქარხანაზე მიიტანეს იერიში
სხვა ამბები