კატეგორიები

ისრაელის ომის კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიან შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ისრაელის ომის კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიან შეთანხმებას მხარი დაუჭირა
ისრაელის ომის კაბინეტმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გაცვლას ითვალისწინებს.

ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში „ჰამასი“გაათავისუფლებს 50 მძევალს, რომელთა შორის ქალები და ბავშვები არიან.

კაბინეტის მიერ შეთანხმების დამტკიცებაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს. ისრაელი ჩართულია ომში და გააგრძელებს ბრძოლას იქამდე, სანამ არ მიაღწევს მიზანს.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელმა უნდა გაანადგუროს „ჰამასი“, დააბრუნოს ყველა გატაცებული და დაკარგული მოქალაქე და უზრუნველყოს, რომ ქვეყანას ღაზის მხრიდან საფრთხე აღარ დაემუქროს.

საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შემდეგ, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება ღაზის სექტორში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის შეტანა.

პალესტინელები ღაზის სექტორში – Copyright euronews

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ძალაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუმცა ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ მძევლების ნაწილს ხუთშაბათს გაათავისუფლებენ.

„ჰამასის” მიერ გატაცებულთა მეგობრები და ოჯახის წევრები – Copyright AP

 

ნეთანიაჰუზე კი იზრდება წნეხი გატაცებულთა ოჯახის წევრების მხრიდან, რომლებიც უკვე ყოველდღიურად მართავენ საპროტესტო აქციებს და მოითხოვენ, რომ „ჰამასთან“ დაიწყოს მოლაპარაკებები მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები